You are Unregistered, please register or login to gain Full access
Recover Password: via Email | via Question
Thread Options  Search this Thread  
Post: #1
15-04-2012 00:37 (This post was last modified: 15-04-2012 00:40 by LasHa)
LasHa
Oooo


Joined: 25-09-2011
Posts: 116
Country: Georgia
Male WarrioR is Offline now
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
 

 


ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
ჯეოტორრენტი გილოცავთ ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს, მისი მადლი შეგეწიოთ, ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.


ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განმავლობაში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ საზოგადო მსახურებისათვის. პირველ ქრისტიანთა ღვთისმოსაობის შესაბამისად VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მორწმუნეთათვის დაადგინეს: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღიდან კვირაცხოვლობამდე (თომას კვირამდე) მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში მორწმუნენი ყველა ტაძარში განუწყვეტლივ უნდა გალობდნენ, იხარებდნენ და ზეიმობდნენ ქრისტეში, საღვთო წერილს კითხულობდნენ და წმიდა საიდუმლოებებით ტკბებოდნენ. ამრიგად ქრისტესთან ერთად ჩვენც აღვდგებით და ავმაღლდებით. ამის გამო აღნიშნულ დღეებში არამც და არამც არ ტარდება დოღი და სხვა სახალხო სანახაობები“.

ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განამშვენებდნენ ღვთივსათნო საქმეებით, მოწყალებითა და ქველმოქმედებით. უფლის მიბაძვით, რომელმაც თავისი აღდგომით ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებიდან გამოგვიხსნა, ღვთისმოშიში მეფეები აღდგომის დღეებში საპყრობილის კარებს ხსნიდნენ და ტყვეებს შეუნდობდნენ (მაგრამ არა სისხლის სამართლის დამნაშავეებს). უბრალო ქრისტიანები ამ დღეებში შეეწეოდნენ ღატაკებსა და უპოვართ. აღდგომის დღეს ნაკურთხ საჭმელს ღარიბებს ურიგებდნენ და ამით მათ ბრწყინვალე დღესასწაულის მონაწილეთ ხდიდნენ. ძველი წმიდა ჩვეულება, რომელიც ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა დღემდე შემოინახეს, იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში არცერთი საეკლესიო მსახურება არ გამოტოვონ. ჩვენც მივემსგავსოთ ძველ ქრისტიანებს! ვეცადოთ, რომ ქრისტეს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საყოველთაო ზეიმად ვაქციოთ.

აღდგომის დღეს მისალმებისა და ურთიერთმთხვევის შესახებ


ცისკრის შემდეგ მღვდელმსახურები ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავენ საკურთხეველში. ტაძრის წინამძღვარი, დანარჩენი მღვდლები და დიაკვნები ერთმანეთს ეუბნებიან: „ქრისტე აღსდგა!“ და პასუხობენ: „ჭეშმარიტად აღსდგა!“ ასევე ესალმებიან ერთმანეთს ერისკაცებიც. შემდეგ ღვთისმსახურები გამოდიან საკურთხევლიდან, მორწმუნეთ ამბიონიდან ულოცავენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას და სამგზის მიმართავენ მათ: „ქრისტე აღსდგა!“ მრევლი კი პასუხობს: „ჭეშმარიტად აღსდგა!“ ამ სიტყვებით მისალმების ჩვეულება აღდგომის დღესასწაულზე ძალიან ძველია. ქრისტეს აღდგომის სიხარულით მისალმებისას ჩვენ ვემსგავსებით ქრისტეს მოწაფეებს, რომლებიც მისი აღდგომისას „იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდვილვე აღდგა უფალი და ეჩუენა სვიმონს“ (ლუკა 24, 34). მოკლე გამონათქვამში – „ქრისტე აღსდგა!“ თავმოყრილია მთელი ჩვენი რწმენა, ჩვენი სასოების სიმტკიცე და შეურყევლობა, მთელი სისავსე მარადიული სიხარულისა და ნეტარებისა. ამ სიტყვებს ყოველწლიურად მრავალგზის ვიმეორებთ და მაინც მუდამ ახალი და მნიშვნელოვანია. ამ სიტყვებით მორწმუნეთა გული ღვთაებრივი ცეცხლით ივსება, აღაფრთოვანებს მათ და გრძნობენ მკვდრეთით აღმდგარი უფლის მყოფობას. რასაკვირველია, ჩვენი მისასალმებელი სიტყვები: „ქრისტე აღსდგა!“ და „ჭეშმარიტად აღსდგა!“ შთაგონებული უნდა იყოს ქრისტესადმი ცოცხალი რწმენითა და სიყვარულით.

ამ სააღდგომო მისალმებას უკავშირდება ურთიერთმთხვევაც. ეს ძველი, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან არსებული ნიშანია შერიგებისა და სიყვარულისა. ძველი დროიდან აღესრულებოდა და აღესრულება იგი აღდგომის დღეებში. აღდგომის დღეების ამ ამბორის შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „დაე, გვასხოვდეს ის წმიდა მთხვევა, რომელსაც ღვთისმოშიშ ხვევნასთან ერთად ვუძღვნით ერთმანეთს“.

აღდგომა საპატიმროში

„მთელი ციხე უგალობდა აღმდგარ მაცხოვარს“
„ესე არს დღე, რომელი ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“.
აღდგომის დღესასწაულის სიხარულს მორწმუნე გული მთელი ცხოვრება თან ატარებს, იქნება იგი ბავშვობის ხანაში, ახალგაზრდობის წლებში თუ უკვე ზრდასრული.

მდიდარსა და ღარიბს, გამოჩენილსა თუ რიგითს, ავადმყოფსა და ჯანსაღს, ბედნიერსა და უბედურს, ყველას, საიდუმლოდ აღელვებდა და აღელვებს ეს დიდებული დღე, ამ დროს განიცდება მოკვდავ სხეულში მოხარული სული, რომელიც ზეობს თავისი უკვდავებით. ამ დღეს სული მეუფებს ხორცზე, იგი ძალმოსილია მარადიულობაში თავისი უკვდავების სიცხადით.

აღდგომის დღესასწაულით მოგვრილი საკუთარი უკვდავების ეს სიხარული, ეს წინათგრძნობა საოცრად ბუნებრივი და გასაგებია. ეს სიხარული აღდგომილი უფალის მიმართ მადლიერების ლოცვად მიიმართება, რათა მოგვამლოს მან მშვიდობა, უშფოთველობა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სხვა რიცხვმრავალი მისი მოწყალებანი.

… მაგრამ მე აღმოვჩნდი ისეთ სასიცოცხლო გარემოში, როცა არათუ მწუხარება და აუტანელი დარდი, ამქვეყნიურობასთან სრული გაუცხოება, საკუთარი ადგილისა და დანიშნულების დაკარგვა იყო გამეფებული, არამედ თავად სიცოცხლე და არსებობა გამხდარიყო სათუო.

1923 წელი. საბჭოთა ციხე მშობლიურ ქალაქში, სადაც ქანცგამწყვეტი ორთვიანი ეტაპით გადმომიყვანეს ოდესიდან სწორედ დიდ შაბათს. ჩემთან მყოფ „კონტრრევოლუციონერებში“, „თეთრგვარდიელებსა“ და „კულაკებს“ შორის გავიცანო ორი მოძღვარი. ჯერ კიდევ საერო პირი ვიყავი, უმალ „სულიერ“ საკითხებზე გავაბი საუბარი და ღრმა სინანული გამოვთქვი იმის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად, აღდგომა დღეს, ვერ მოვისმენდი სიტყვებს: „ქრისტე აღსდგა!“ და ვერ განვიცდიდი სააღდგომო დღესასწაულის ამაღელვებელ სიხარულს.

„ამაოდ ფიქრობთ ასე და წუხართ; დეტალებს არ მოგახსენებთ, მაგრამ დღეს თქვენ განიცდით ნამდვილ აღდგომის სიხარულს, ისეთს რომელსაც ვერ დაივიწყებთ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე“, დამამშვიდეს და მანუგეშეს მოძღვრებმა. მოუთმენელი მღელვარებით ავივსე, თუმცა უძილო ღამემ და საკუთარ ქალაქში გისოსებს იქით ყოფნის განცდებმა მომწყვიტა და დავიძინე…

„გაიღვიძეთ, სააღდგომო მსახურება იწყება“ ჩამესმა თუ არა ისეთი სიხარულით წამოვფრინდი, როგორც ოდესღაც, ჩემს ოქროს ბავშვობაში, როცა ამ სიტყვებს დედის ხმა მაწვდენდა. მწარე სინამდვილემ უმალ გასერა ჩემი გული: რომელი მსახურება, ჩვენ ხომ ციხეში ვართ? მაგრამ როცა მიმოვიხედე, დავინახე, რომ ჩვენს ჭუჭყიან მაგიდაზე თეთრი სუფრა გადაუფარებიათ, პატიმართაგან გადანახული რამდენიმე ხატი დაუბრძანებიათ და ანთებული სანთლებით გაუბრწყინებიათ. კამერაში მყოფი ოცდაათამდე კაცი სერიოზული სახეებით ნახევარწერეზე დგანან, წინ მოძღვრებია, ერთ-ერთი მომცრო ოლარით შემოსილა. რაღაც უჩვეულო ძრწოლამ და მღელვარებამ ამიტანა…

მოძღვრებმა ჩუმად წამოიწყეს: „აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ…“ სამჯერ გაიმეორეს. გასაოცარი სიჩუმე ჩამოდგა. ისევ გაისმა: „დიდება ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა…“ შემდეგ ოცდაათივე კაცმა წარმოთქვა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით…“

ციხის პირქუშ სივრცეში ჩვენს საკანში წარმოთქმული ხმამაღალი, ძალმოსილი „ქრისტე აღსდგა!“ საოცრად მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო. ამ სიტყვებმა ტალღად გადაიარა სხვა საკნების გამოღებული საკრმლებიდან. ის ვრცელდებოდა, ფართოვდებოდა და წვდებოდა სატუსაღოს მთელს სივრცეს მანამ, ვიდრე ჩვენს საკანში სააღდგომო მსახურება მიმდინარეობდა. ჩვენთან იგალობებოდა სააღდგომო ტროპარ-კონდაკები, დანარჩენ საკნებში კი „ქრისტე აღსდგა!“ დაუვიწყარი, დიდებული აკომპანიმენტი! დაფაცურდნენ, ახმაურდნენ გადაღებების ასხმულებით ციხის მცველები, მაგრამ რა შეეძლოთ მოემოქმედათ? მთელი ციხე უგალობდა აღმდგარ მაცხოვარს.

დასრულდა ღვთისმსახურება ჩვენთან და ნელ-ნელა ჩაცხრა საკნებიდან გამოსული გალობაც. არ ცხრებოდა მხოლოდ სურვილი, დაუსრულებლად აღვლენილიყო სააღდგომო საგალობლები და სიხარული, რომელიც მოიცავდა ციხის ხუთასზე მეტი პატიმრის გულს. ვხედავდი პატიმართა აღტაცებულ სახეებს და ვგრძნობდი, რომ ყველანი მოცულნი ვიყავით უზარმაზარი, მღელვარე სიხარულით, რომელიც არღვევდა ციხის საზღვრებს და ავყავდით ზეცად. ცრემლებს დაეფარა ჩვენი სახეები. ეს აღარ იყო განწირულობით მოგვრილი ცრემლი, არამედ უფლის სიახლოვის სიხარული განივთდა ცრემლად. იგი სულ ახლოს იყო, ჩვენს შორის იდგა და ჩვენს გახსნილ გულებს კურნავდა.

დაწყნარებულნი, გახარებულნი, სრულად მომწყდარნი გარემო სინამდვილეს ვიხსენებდით გასულ, გულში ჩარჩენილ სააღდგომო შთაბეჭდილებებს და ასე შევხვდით განთიადს.

დიდმა სააღდგომო სიხარულმა გაარღვია სატუსაღოს დახშული სივრცე…

ასეთი აღდგომაც იყო

70-იან წლებში, პატრიოტული მოღვაწეობის გამო, დააპატიმრეს მერაბ კოსტავა და ვიქტორ რცხილაძე. ისინი უშიშროების სამინისტროს სარდაფში არსებულ იზოლატორში მოათავსეს.

ძნელი წარმოსადგენი არაა, კომუნისტურ პერიოდში „ანტისაბჭოთა პროპაგანდის“ ბრალდებით უშიშროების ციხეში ყოფნა რა ფსიქოლოგიურ განწყობას უქმნიდა პატიმარს.

ვნების კვირის დღეები იდგა. ეს იყო დრო, როდესაც არათუ ციხეში, არამედ გარეთაც ვერავინ ბედავდა აღდგომის აშკარად აღნიშვნას.

მიიწურა ვნების შაბათი. საათმა თორმეტს დაჰკრა. დაიწყო აღდგომის ღამე, თითქოს ვერაფერი დაარღვევდა „სუკის“ იზოლატორში გამეფებულ სასტიკ სიჩუმეს, როდესაც უეცრად მჭექარედ გაისმა: „ქრისტე აღსდგა!“ ეს მერაბ კოსტავას ხმა იყო, რასაც მოჰყვა მეორე ტუსაღის საპასუხო შეძახილი: „ჭეშმარიტად!“ ზედამხედველები დაფაცურდნენ, მაგრამ ამაოდ – უკვე გვიანი იყო.

დიდია უფალო ძალა შენი, ქრისტეს აღიარება მოხდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ყველაზე ძლიერი, ტირანული და ათეისტური სახელმწიფოს ყველაზე საშიშ და მკაცრ ადგილას – უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მიწისქვეშა იზოლატორში.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის, რამეთუ იგია ჭეშმარიტად ცისა და ქვეყნის გამგებელი.


Post: #2
15-04-2012 01:08
Guest


Joined: Today
Posts: 0
Country:
-- lakosta is Offline now Disabled
პასუხი: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
GilOcavt mraVals daescarit

Post: #3
15-04-2012 01:09
JaBa


Joined: 24-11-2011
Posts: 116
Country: Georgia
Male jaba2890 is Offline now
RE: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
cheshmaritad :*:*

Post: #4
15-04-2012 03:26
lordracing
Warner Brothers Employee


Joined: 11-03-2008
Posts: 679
Country: Georgia
Male lordracing is Offline now
RE: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
Gilocavt

Post: #5
15-04-2012 09:43
TheDoctor
Poker


Joined: 23-07-2010
Posts: 95
Country: Georgia
Male mackenzy is Offline now
პასუხი: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
cheshmaritad

Post: #6
15-04-2012 10:23
gio00
Mercedes-Benz


Joined: 13-08-2009
Posts: 58
Country: Georgia
Male gio00 is Offline now
პასუხი: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
ჭეშმარიტად

Post: #7
15-04-2012 13:00
chrome1
Cast


Joined: 25-12-2008
Posts: 7
Country: Georgia
Male chrome1 is Offline now
RE: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
cheshmaritad agsdga )

Post: #8
15-04-2012 13:40
nika163
G Release


Joined: 23-06-2010
Posts: 53
Country: Georgia
Male scarfacee is Offline now
პასუხი: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა ! გილოცავთ ყველას

Post: #9
17-04-2012 13:01
WRC
No Pain, No Game


Joined: 11-02-2012
Posts: 1
Country: Georgia
Male WRC is Offline now
პასუხი: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
ჭეშმარიტად...

გილოცავთ, მრავალს დაესწარით...

Post: #10
17-04-2012 13:33
otabersona


Joined: 23-01-2012
Posts: 26
Country: Georgia
Male otabersona is Offline now
RE: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
მრავალს დაესწარით საყვარელ ხალხთან ერთად

Post: #11
17-04-2012 13:57
zuraber


Joined: 11-11-2008
Posts: 1
Country: Georgia
Male zuraber is Offline now
პასუხი: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
mec gilocavt lomebo

Post: #12
17-04-2012 14:15
Nikusha


Joined: 31-10-2011
Posts: 392
Country: Georgia
Male nikushh is Offline now
RE: ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
cheshmaritad agsdga, mraval agdgomas dagaswrot gmertma



Bookmarks
Digg del.icio.us StumbleUpon Google

Quick Reply
Decrease Size
Increase Size
Insert bold text Insert italic text Insert underlined text Align text to the left Align text to the centerr Align text to the right Justify text Insert quoted text Code Insert formatted PHP code Insert formatted SQL code
Colors
Insert hyperlink Insert image Insert email address
Smilies
Insert hidden text



Forum Jump: