You are Unregistered, please register or login to gain Full access
Recover Password: via Email | via Question
Thread Options  Search this Thread  
Post: #1
30-01-2012 12:02
GoldMan97


Joined: 29-01-2012
Posts: 58
Country: Georgia
Male GoldMan97 is Offline now
მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
 

რატომ დავიწყე? _ 30-40 წლის ასაკში ამას ბევრი ეკითხება საკუთარ თავს. პირველმა რომანტიკამ გაიარა და ადამიანი ჩინებულად ხვდება, რამხელა დარტყმას აყენებს სიგარეტი მის ჯანმრთელობასა და ჯიბეს, არადა თამბაქომ ისე მყარად მოიკიდა ფეხი მის ცხოვრებაში, ისე მჭიდროდ მოუჭირა მონობის ბორკილი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის დაწყებაც კი ეზარება.

“ნეტავ ეს ჭკუა თავის დროზე მქონოდა!” – გაიგონებთ ხშირად, თინეიჯერებს კი ეს ასაკი იმდენად შორს ეჩვენებათ, რომ დაფიქრების ღირსადაც არ თვლიან. სამწუხარო ფაქტი: თაობებს ერთმანეთის არ ესმით. და მაინც, რატომ იწყებენ ჩვენი შვილები თამბაქოს წევას და როგორ ავარიდოთ ისინი ამ საფრთხეს?

არიან ადამიანები, რომელთაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მათ შორის – თამბაქოს, გამოყენების მიმართ მიდრეკილება აღენიშნებათ. თუ მშობლები ეწევიან, პატარას შეიძლება დაბადებამდევე ჩამოუყალიბდეს ნიკოტინზე დამოკიდებულება, ხოლო როცა გაიზრდება და გემოს გაუსინჯავს სიგარეტს, გაცილებით ადრე მიეჩვევა მას და მეტადაც მიეჯაჭვება, ვიდრე არამწეველთა ოჯახში გაზრდილი თანატოლი.

და მაინც, გენეტიკა არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მწეველთა შვილები ნარკოტიკს ეტანებიან. მათ ხომ მშობლების მაგალითი აქვთ თვალწინ! შეგიძლიათ, დღედაღამ უკითხოთ პირმშოს ვრცელი ლექციები თამბაქოს მავნეობის შესახებ; ისინი გახვრეტილი შაურიანიც არ ეღირება, თუ შვილი ყოველ წუთას სიგარეტით ხელში გხედავთ. სულაც რომ არ უნდოდეს, სიგარეტს ის ქვეცნობიერად ელეგანტურობის (თუ დედა ეწევა) ან ვაჟკაცობის (როცა მამა აბოლებს) სიმბოლოდ აღიქვამს – ის ვერაფრით შეეგუება აზრს, რომ თქვენ არასწორად იქცევით.

ნარკოლოგებმა გამოთვალეს, რომ თუ ოჯახში სამი მწეველია, 80 პროცენტია ალბათობა, რომ მოზარდმა 12 წლიდანვე დაიწყოს თამბაქოს წევა, ხოლო თუ მის გვერდით ერთი ადამიანი ეწევა, რისკი 40 პროცენტს შეადგენს.

ბავშვი მოწევას არ დაიწყებს, თუ:

უსმენთ და პატივს სცემთ მის აზრს.

მრავალი მოზარდი მხოლოდ იმისთვის იწყებს წევას, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ დედ-მამა მოზარდს არ თრგუნავს და თანდათან უფრო და უფრო მეტი საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტას ანდობს (მაგალითად, იმისა, თუ ვისთან იმეგობროს, რა ჩაიცვას, როგორ მუსიკას მოუსმინოს), მას აღარ გაუჩნდება სურვილი, სიგარეტით ხელში ამტკიცოს თავისი ზრდასრულობა. დაგვეთანხმებით, სჯობს ყმაწვილმა ორიოდე თვე პანკივით იაროს (თუ არ დაუშლით, მალე თავისთავად მობეზრდება), ვიდრე სიგარეტს გაუსინჯოს გემო.

* ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებას იყენებთ, რათა თამბაქოს მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გამოამჟღავნოთ.

არც ერთი ნანახი თუ გაგონილი ამბავი, სადაც თამბაქოს მავნებლობა ჩანს, უკომენტაროდ არ დატოვოთ. ჩვენ მხოლოდ გეჩვენება, რომ ბავშვები მშობლების საუბარს არ უსმენენ. სინამდვილეში ყველაფერი, რაც ესმით, მათ გონებაში მოზაიკის ფრაგმენტებივით გროვდება. სწორედ ამ ფრაგმენტებისგან იკვრება შემდეგ ერთიანი სურათი – საკუთარი აზრი.

* ეხმარებით, რამეში მაინც იყოს თანატოლებზე წარმატებული და კომპეტენტური.

ირგვლივ მყოფთა შეხედულება მასზე მოზარდისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ბევრი სწორედ იმ მიზნით იწყებს წევას, რომ თანატოლების თვალში უფრო “მაგარი” და გამოცდილი გამოჩნდეს, მაგრამ თუ რაღაც გატაცება უკვე აქვს, თუ სხვებს უკვე სჯობნის (სხვებზე უკეთ სრიალებს გორგოლაჭებითა თუ თხილამურებით, თამაშობს ჭადრაკს, კარგად მღერის, კარგად ერკვევა კომპიუტერში), ავტორიტეტი ისედაც გარანტირებული აქვს, ასე რომ, სიგარეტი აღარ დასჭირდება.

შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი ეწევა... ცხადია, ერთი სული გაქვთ, გვარიანად გაჯოროთ და ყური აუწიოთ, მაგრამ რას გარგებთ ეს? გვერწმუნეთ, მუქარით ვერაფერს გახდებით.

პირველ რიგში, იმაზე დაფიქრდით, რას აძლევს თქვენს შვილს თამბაქო.

იქნებ მხოლოდ ის აინტერესებს, როგორი შეგრძნება ექნება... ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თვალყური ადევნეთ. ბავშვს ეს გატაცება მალე მობეზრდება.

ეგებ ჭარბი წონის მოცილებას ცდილობს? ეგებ პროტესტს აცხადებს მშობლების ძალადობის წინააღმდეგ? ან იქნებ სურს, “გამორჩეულთა” სიაში მოხვდეს? ასეა თუ ისე, რაკი მან მოწევა დაიწყო, თქვენ კი ეს კარგა ხნის შემდეგ შეიტყვეთ, ფაქტია: თქვენს შორის კედელი აღმართულა.

ლექციის კითხვას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, ფრაზა: “შეიძლება, სერიოზულად ვისაუბროთ?” – კარგი დასაწყისია. თუ მაშინვე არ გამოტყდება, გულს ნუ გაიტეხთ. მთავარია მიახვედროთ, რომ მზად ხართ, მშვიდად, ყვირილის, ნოტაციებისა და ცემა-ტყეპის გარეშე ესაუბროთ.

გულდასმით შეარჩიეთ არგუმენტები. მძიმე დაავადებებით (რომლებიც 20-30 წლის შემდეგ დაემართება) მას ვერ შეაშინებთ. სამაგიეროდ, პერსპექტივა, რომ დამოკიდებული გახდება, არცთუ სასიამოვნოა; ნებისმიერი მოზარდი ხომ თავისუფლებისკენ მიილტვის. აუხსენით, რომ ნიკოტინური დამოკიდებულების გამო დამოუკიდებლობას დაკარგავს და საკუთარი სხეულისა და გონების ბატონ-პატრონი ვეღარ იქნება. აჩვენეთ, როგორ შეუშლის ხელს თამბაქო მიზნის მიღწევაში, პროფესიული კარიერა იქნება ეს თუ სპორტული ასპარეზი. გოგონებს შეგვიძლია მოვუყვეთ, რომ მწეველ დედებს მცირეწონიანი, სუსტი ბავშვები უჩნდებათ, მერე კი ერთი ექიმისგან მეორესთან მიჰყავთ, მაგრამ ვერაფერს შველიან... მოკლედ, მოსწიე, თუ გსურს, მაგრამ იცოდე, რა გელის წინ.

რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, მოზარდი, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ანდეს, სწორ არჩევანს გააკეთებს.
წყარო

Post: #2
30-01-2012 15:53
giokhabaza


Joined: 25-08-2011
Posts: 34
Country: Georgia
Male giokhabaza is Offline now
RE: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
me ar vewevi da ar movwev da vinc eweva mae mokvdeba

Post: #3
30-01-2012 16:47
GoldMan97


Joined: 29-01-2012
Posts: 58
Country: Georgia
Male GoldMan97 is Offline now
პასუხი: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
Originally Posted by giokhabaza
me ar vewevi da ar movwev da vinc eweva mae mokvdeba
martali xar!!!!

Post: #4
30-01-2012 18:23
TaMo
Too Clever Is Dumb


Joined: 02-09-2010
Posts: 56
Country: Georgia
Female TaMo is Offline now
RE: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
უამრავი დაავადების გამომწვევია სიგარეტი...... მაგრამ მაინც რომ ეწევიან..... სიგარეტი, იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას , იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, შიდა ყურის სისხლით მომარაგება ქვეითდება რაც სმენის დაქვეითებას იწვევს, ფილტვის კიბოს, გულის დაავადებას, და რა ვიცი კიდევ უამრავ ჯანდაბას და უბედურებას....... და ყველაზე ცუდი ისააა რომ თითქმის ყველა ახალგაზრდა ეწევა იმის მიუხედავად რომ იციან თუ რა ზიანის მომტანია სიგარეტი...... შეიძლება დღეს და ხვალ არ გამოვლინდეს უკუჩვენებები მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი იჩენს თავს.... იცხოვრეთ ჯანმრთელი ხოვრებით..... : )))

Post: #5
30-01-2012 18:49
gio00
Mercedes-Benz


Joined: 13-08-2009
Posts: 58
Country: Georgia
Male gio00 is Offline now
პასუხი: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
sisulelea sheileba jamrteli iyo ar svamde ar eweode, sheileba gaxvide garet da mankanam gagitanos da mere ityvi zato jamrtelad movkvdio ramdeni jamrteli adamiani naadrevad momkvdara da vinc pexebze ekidia tavis jamrteloba didxans ucxovrio. me ase mimachnia rac giweria is agixdeba tu ginda eweode sigarets da tu ginda ar eweode rac mosaxdenia moxdeba...
P.S. vewevi da sanam shvili ar meyoleba manamde danebebas ar vapireb...

Post: #6
30-01-2012 19:44 (This post was last modified: 30-01-2012 19:45 by Unlimate)
Unlimate
You"ll Never Walk Alone


Joined: 16-04-2008
Posts: 220
Country: Georgia
Male Unlimate is Offline now
RE: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
მანქანა გაგიტანა და ეგრევე მოკვდი მარა სიგარეტი მთელი ცხოვრების მანძილზე გაგახსენებს ეგრევე არ მოგკლავს მარა რაღაცას დაგიზიანებს ადვილი მაგალითი ვეღარ აირბენ 5 სართულზე ვეღარ ირბენ და ასე შემდეგ!!!

Post: #7
30-01-2012 23:55
Kuro


Joined: 17-10-2011
Posts: 75
Country: Georgia
Male Kuro is Offline now
Ответ: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
rogor minda davanebo to,mara vera ra

Post: #8
31-01-2012 12:44
TheDoctor
Poker


Joined: 23-07-2010
Posts: 95
Country: Georgia
Male donbochora is Offline now
პასუხი: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
damijeret ar daicyot moceva janmrtelobas sul ro tavi davanebo dgeshi 2 pachkas vyidulob ukve da 5 lari mimdis ra sisuleleshi

Post: #9
31-01-2012 19:57
Optimus


Joined: 21-01-2011
Posts: 50
Country: Georgia
Male Optimus is Offline now
RE: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
მარიაჟობისთვის რო ეწევა ზოგი ეგ მიტყდება მაგრა

Post: #10
31-01-2012 22:22
Georgian
Caucasus Online™


Joined: 07-07-2007
Posts: 482
Country: Georgia
Male Georgian is Offline now
პასუხი: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
ნებისყოფის ამბავია და დაანებებ ხალხი წამალს ანებებს თავს და სიგარეტი რა გახდა. ვეწევი უკვე 12 წელია და არც გამჩენია სურვილი თავი დამენებებინა რადგან მსიამოვნებს მოწევა, არა იმიტომ რომ ვმარიაჟობ ან კაი ტიპი ვარ. თუ რამეზე დამირხევს და ჯანმრთელობაზე იმოქმედებს დავანებებ რათქმაუნდა არ არის ეს ისეთი სენი რომ მუდამ გაგყვეს. რაც შეეხება იმას რომ მწეველები კვდებიან ადრე მოვიყვან ერთ მაგალითს, მეზობელი მყავს 86 წლის და დღემდე ეწევა 4 სართულზე ცხოვრობს და ფეხით ადის ჩამოდის პურზე დადის და მშვენიერ ხოდზეა : )) მეორე მეზობელი მყავდა გარდაიცვალა 78 წლის ფილტვის კიბოთი. ამით იმის თქმა მინდა რო გააჩნია როგორი ორგანიზმი აქვს ადამიანს და იმუნიტეტი. არ ვამბობ რომ მოწევა ჯანმრთელობაა, მაგრამ არც ისეა რო აუცილებლად ნაადრევად მოკვდები

Post: #11
31-01-2012 22:30
TheDoctor
Poker


Joined: 23-07-2010
Posts: 95
Country: Georgia
Male mackenzy is Offline now
პასუხი: მოზარდები თამბაქოს ხაფანგში
Originally Posted by Georgian
ნებისყოფის ამბავია და დაანებებ ხალხი წამალს ანებებს თავს და სიგარეტი რა გახდა. ვეწევი უკვე 12 წელია და არც გამჩენია სურვილი თავი დამენებებინა რადგან მსიამოვნებს მოწევა, არა იმიტომ რომ ვმარიაჟობ ან კაი ტიპი ვარ. თუ რამეზე დამირხევს და ჯანმრთელობაზე იმოქმედებს დავანებებ რათქმაუნდა არ არის ეს ისეთი სენი რომ მუდამ გაგყვეს. რაც შეეხება იმას რომ მწეველები კვდებიან ადრე მოვიყვან ერთ მაგალითს, მეზობელი მყავს 86 წლის და დღემდე ეწევა 4 სართულზე ცხოვრობს და ფეხით ადის ჩამოდის პურზე დადის და მშვენიერ ხოდზეა : )) მეორე მეზობელი მყავდა გარდაიცვალა 78 წლის ფილტვის კიბოთი. ამით იმის თქმა მინდა რო გააჩნია როგორი ორგანიზმი აქვს ადამიანს და იმუნიტეტი. არ ვამბობ რომ მოწევა ჯანმრთელობაა, მაგრამ არც ისეა რო აუცილებლად ნაადრევად მოკვდები

martali xaaarrr



Bookmarks
Digg del.icio.us StumbleUpon Google

Quick Reply
Decrease Size
Increase Size
Insert bold text Insert italic text Insert underlined text Align text to the left Align text to the centerr Align text to the right Justify text Insert quoted text Code Insert formatted PHP code Insert formatted SQL code
Colors
Insert hyperlink Insert image Insert email address
Smilies
Insert hidden text



Forum Jump: